მაცხოვარი და ანგელოზთა დასი

მაცხოვარი და ანგელოზთა დასი

Thursday, January 28, 2016


ღირსი სვიმეონ მესვეტე კურნავს გველს...

პირველი საუკუნის ქრისტიანები ხშირად საცხოვრებლად უდაბნოში გადიოდნენ, რათა ამქვეყნიური ორომტრიალისგან მოშორებით კიდევ უფრო ახლოს ყოფილიყვნენ ღმერთთან. ერთ-ერთი მათგანი ღირსი მამა სვიმეონი იყო, რომელიც მაღალ სვეტზე დაემკვიდრა. სწორედ ამიტომ მას მესვეტე ეწოდა.
ღირსი სვიმეონ მესვეტე მე-5 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა მაღალ სვეტზე ლოცვასა და მარხვაში. მასთან ბევრი გაჭირვებული ადამიანი მიდიოდა. ღირსი მამა კი ყველას ეხმარებოდა.
სვეტთან ახლოს უზარმაზარი გველი დასახლდა. ხალხი შიშით ვეღარ მიდიოდა ღირს მამასთან.
ერთხელაც გველს თვალში რაღაც ჩაუვარდა. ტკივილისაგან შეწუხებული ქვემძრომი სვეტთან მისრიალდა და წმიდანს უჩვენა, რომ დახმარება ესაჭიროებოდა.

წმიდა სვიმეონს ძალიან შეეცოდა უბედური გველი, მის მზერაში იმდენი სიკეთე და თანაგრძნობა იყო, რომ მოხდა სასწაული და სიბინძურე გველს თავისით ამოვარდა თვალიდან. მადლობელი გველი სვეტის მახლობლად სამი დღე კრავივით მორჩილად იწვა. როცა თვალი სრულიად მოუშუშდა, წავიდა თავის ძველ სოროში. ამ სასწაულით გაკვირვებულმა ხალხმაც ყოველგვარი შიშის გარეშე იწყო წმიდანთან მიმოსვლა. 

No comments:

Post a Comment